პირუტყვის დაკვლისთვის თანხის 80 პროცენტს ხულოს ბიუჯეტიდან იხდიან

25 იანვარი 2019, 00:00 1879 ნახვა

სახელმწიფოს სუბსიდირება საქონლის დაკვლის მომსახურებაში - ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ სასაკლაოზე ტენდერი წელსაც გამოაცხადა. ერთადერთი მონაწილე მუნიციპალიტეტში არსებული ერთადერთი სტანდარტების მქონე სასაკლაოა.

აქ ფერმერს საქონლის დაკვლა 80-პროცენტიანი თანადაფინანსებით შეუძლია. მიზანი მეცხოველეობის ხელშეწყობაა, რომელიც მიუხედავად სუბსიდირებისა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას.

მთაში საქონელი საგრძნობლადაა შემცირებული, რაც დაბაში ბაზრებშიც შეინიშნება. ფერმერებს უჭირთ ტრანსპორტირება და საქონლის მოვლა - მთავარი მიზეზად კი უგზოობას ასახელებენ. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი