შუახევის მუნიციპალიტეტში 374 მოქალაქეს მთის სტატუსი შეუჩერდა, 1004-ს კი შეუწყდა. შეწყვეტის მიზეზი, მოქალაქის განაცხადი ან საჯარო რეესტრიდან მისული შეტყობინებაა. მთის კანონის შეღავათებით დროებით ვერ სარგებლობენ სტუდენტები და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი მოქალაქეები. მთის კანონი 2016 წელს ამოქმედდა.