უფასო გამოკვლევა

03 აგვისტო 2016, 00:00 3378 ნახვა

ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ქედაში უფასო გამოკვლევა ჩატარდა. ტესტირებისას დადებითი შედეგის მქონე პირები ცე ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ავტომატურად ჩაერთვებიან. პროგრამა ცე ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკასა და მათ უფასო მკურნალობას მოიცავს. გამოკვლევა 85 ადგილობრივს ჩაუტარდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში