შშმ პირმა პროტესტის ნიშნად ჯანდაცვის სამინისტროში ეტლი დატოვა 

24 დეკემბერი 2018, 00:00 1767 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლბის მქონე პირმა ჯემალ ჭელიძემ,  პროტესტის ნიშნად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში ეტლი და საპენსიო მოწმობა დატოვა. ის ამ ფორმით სახელმწიფოს დახმარებაზე უარს აცხადებს. მოქალაქე   ამბობს, რომ  ის  მოვალეთა რეესტრის სიაშია და  წლებია უშედეგოდ ითხოვს დასაქმებას და საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფას. მისი ინფორმაციით, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობა მიიღო აჭარის მთავრობის როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი თავმჯდომარისგან. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ მოქალაქის მდგომარეობას შეისწავლიან და კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარებიან. ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, მას რეგისტრაციის ადგილი და სოციალურად დაუცვლის სტატუსი არ აქვს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში