უძველესი კულტურული მემკვიდრეობა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო დღემდე უყურადღებოდაა. ქედაში 8 საწნახელიდან დღემდე ორმა მოაღწია, თუმცა მათი არსებობის შესახებ ცოტა ვინმემ თუ იცის. მიმდებარე ტერიტორია მოუწესრიგებელი, ძეგლები კი მოუვლელია.
აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოში შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება, იმაზეა დამოკიდებული თუ რა დასკვნას მოამზადებენ სპეციალისტები, რომლებიც ძეგლებს ამ დროისთვის იკვლევენ.