შუახევის მოსახლეობა რაიონული ჰოსპიტალში ექიმების დამატებას ითხოვს. ადგილობრივები, იმ ფატალურ შედეგებზე საუბრობენ, რომელთა მიზეზი, მათი თქმით, ხშირად არაკვალიფიციური მედპერსონალია. ამის გარდა,საუბრობენ საავადმყოფოში ექიმების დეფიციტზეც დარგების მიხედვით.
რაიონული ჰოსპიტალი კომპანია ,,ევექსის დაქვემდებარებაშია, სადაც ადგილობრივების პრეტენზიებს არ ეთანხმებიან და განმარტავენ, რომ სამედიცინო დაწესებულება დადგენილებით გათვალისწინებულ ყველა ნორმას აკმაყოფილებს.