ქობულეთში დამეწყრილი 2 ოჯახი განსახლებას საჭიროებს

02 სექტემბერი 2018, 00:00 2066 ნახვა

ქობულეთში მეწყრის შედეგად დაზარალებულ 2 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ესაჭიროება. მერიის ინფორმაციით, ერთი ოჯახი ქირით არის გაყვანილი, მეორე კი  კი საფრთხის შემცველ სახლში ამ ეტაპზე  არ ცხოვრობს.

გეოლოგებმა 60 ობიექტი შეისწავლეს. მათგან საცხოვრებლის დაცლის რეკომენდაცია ორს მისცეს, 12 სახლთან  ფერდსამაგრი კედლის მოწყობაა აუცილებელი. ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ საპროექტო დოკუმენტაციას უახლოეს მომავალში შეიძენენ, სამუშაოების დასაწყებად კი შესყიდვების სააგენტოს, სავარაუდოდ, პირდაპირი შესყიდვის მოთხოვნით მიმართავენ. მეწყრული პროცესები ქობულეთში 10 აგვისტოს განვითარდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი