ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზედა კვირიკეში მცხოვრებლები კარიერზე ქვის მოპოვებისთვის მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, სამუშაოებმა სოფელი ეკოლოგიური კატასტროფის წინაში დააყენა. ამტკიცებენ, რომ აფეთქებების შედეგად დაიბზარა სახლები, დაშრა მდინარეები, განადგურდა მრავალწლოვანი კულტურები.
ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას მოითხოვენ. აქციაზე იმყოფებოდნენ ენმ წევრებიც. ლელა ვერულიძემ ადგილობრივი ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა. პროტესტის მონაწილეებს შეხვდა კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც განმარტა რომ სამუშაოებს იმ შემთხვევაში შეაჩერებს თუკი სახელმწიფო დაადგენს მის ბრალეულობას.