ქობულეთის მერიაში არ განმარტავენ, რატო ტოვებენ სამსახურს სტაჟიანი თანამშრომლები

29 აგვისტო 2018, 00:00 2211 ნახვა

შესაბამისი სამსახური მოიკვლევს ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას დავაკმაყოფილოთ თუ არა ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ორი თანამშრომლის განცხადება, სამსახურიდან წასვლის შესახებ - ქობულეთის მერმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განმარტება დღეს გააკეთა. 

მირიან ქათამაძე ამბობს, რომ მერიაში კომფორტულად მუშაობისთვის შესაბამისი სამუშაო პირობებია შექმნილი.

მერი თანამშრომლების სამსახურიდან წასვლის კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს.

'' ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერს, ზოგადად შენიშვნები აქვს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიმართ, ჩვენ ვთვლით, რომ ვართ მომთხოვნები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე საქმე ცუდად სრულდება, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო უკეთესად. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მომთხოვნი.''

ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ორმა თანამშრომელმა, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება, ორი დღის წინ დაწერა.

ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტები საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მანონი შავიშვილი და სალომე ბასილაძე ამბობენ, რომ სამსახურიდან საკუთარი სურვილით მიდიან. 

ქობულეთის მერიაში ​მანონი შავიშვილი 7 წლის, ხოლო სალომე ბასილაძე 6 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

წასვლის მიზეზებზე არცერთი მათგანი არ საუბრობს და მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან, ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

ამავე კატეგორიაში