ქობულეთში სტიქიით მიყენებული ზარალი  დაითვალეს

22 აგვისტო 2018, 00:00 1996 ნახვა

სტიქიიდან  12 დღის შემდეგ ქობულეთში გეოლოგებმა დამეწყრილი  ობიექტების შესწავლა დაასრულეს. ოფიციალური დასკვნები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. წინასწარი მონაცემებით   ადგილმონაცვლეობას ერთი ოჯახი საჭიროებს, რომელიც  უკვე იყო  ეკომიგრანტთა სიაში.  ძირითად ობიექტებზე სავარაუდოდ საჭირო იქნება ფერდსამაგრი კედლების მოწყობა.

რაც შეეხება  დატბორილ სახლებს  მერიაში ამბობენ , რომ საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანების  გამო  დახმარებისთვის ერთმა ოჯახმა მიმართა რომელზეც გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.შეგახსენებთ 10 აგვისტოს მოსული ძლიერი ნალექის გამო ქობულეთის სოფლებში  60 მდე ადგილი დაიმეწყრა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი