მე- 6 დღე ქართველი მეზღვაურების გაუჩინარებიდან

19 აგვისტო 2018, 00:00 1882 ნახვა

მეექვსე დღეა კავშირის დამყარება ვერ ხერხდება გემთან, რომლის ბორტზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. ქართველია გემის კაპიტანიც. გემი „პანტელენა“ ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა.  გაუჩინარებულების ახლობლები  ''მთავართან'' საუბრისას ამბობენ, რომ ბოლოს კავშირი ოჯახის წევრებს ინტერნეტის საშუალებით, 14 აგვისტოს ჰქონდათ.

მათ არ აქვთ ინფორმაცია რა საფრთხე შეიძლებოდა დამუქრებოდა გემს და ამ ეტაპზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან დეტალების დაზუსტებას  ელოდებიან. კომპანია „იალქან“-ში, საიდანაც მეზღვაურები გემ „პანტელენაზე“ გაუშვეს, ვარაუდობენ, რომ ხომალდი მეკობრეების ხელშია.    ბერძნული გემთმფლობელი კომპანია ''Lotus Shipping''-ი, რომელიც  სამძებრო სამუშაოებშია ჩართული,  მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს,  ამ მძიმე პერიოდში არ გაასაჯაროვონ მეზღვაურთა სახელები და გვარები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი