ქობულეთში დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები სწავლობენ

15 აგვისტო 2018, 00:00 1361 ნახვა

ქობულეთში 10 აგვისტოს მოსული ძლიერი ნალექის გამო 50-მდე ობიექტი დაიმეწყრა. მიწის მასა ფერდობებიდან ჩამოიშალა საცხოვრებელ სახლებთან, რომელთა მდგომარეობას ამ ეტაპზე  გეოლოგები სწავლობენ. მერიის ინფორმაციით,  სპეციალისტებმა ამ დროისთვის 30  ობიექტი შეისწავლეს  და წინასწარი მონაცემებით, ადგილმონაცვლეობას არც ერთი ოჯახი არ საჭიროებს.

სავარაუდოდ, საჭირო იქნება  ფერდსამაგრი კედლების  მოწყობა. მეწყრის შედეგად ჩახერგილი გზები ყველა მიმართულებით გახსნილია,  გეოლოგიური დასკვნები სავარაუდოდ კვირის ბოლოსთვის მომზადდება რის შემდეგაც გაირკვევა ხარჯთაღრიცხვა და ზარალის ოდენობა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი