ნურის ტბაში აერაციის სისტემას მყვინთავები ასუფთავებენ

14 აგვისტო 2018, 00:00 3003 ნახვა

ნურის ტბაში მყვინთავები აერაციის სისტემის აგრეგატებს ხავსისგან ასუფთავებენ  - ინფორმაციას "ბათუმის წყალი" ავრცელებს, რომლის მფლობელობაშიც ცენტრალური პარკის ტბა მას შემდეგ გადავიდა, რაც პრობლემა შეექმნა. ტბაში თევზები დაიხოცნენ, წყალს კი სპეციფიკური სუნი გაუჩნდა.  

ბათუმის წყალში აცხადებენ, რომ აერაციის სისტემა 2016 წელს დამონტაჟდა და არც ერთხელ არ გაწმენდილა, ამიტომ ამ სამუშაოების ჩატარება აუცილებელი იყო. "მყვინთავების მიერ დაიწყო წყალქვეშა დანადგარებზე დროთა განმავალობაში მიკრული ხავსის და შლამის ჩამოშორება. ​ ნურის ტბაში 10 აერაციის აგრეგატია განთავსებული, რომელიც ნურის ტბის ჟანგბადით გამდიდრებას უზრუნველყოფს".

რაც შეეხება ბათუმის ცენტრალური პარკის ტბის ლაბორატორიულ კვლევას. "ბათუმის წყალში" ამბობენ, რომ კვლევების შედეგები უკვე აქვთ, თუმცა ელოდებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს ძველი კვლევის შედეგებს, რომ ანალიზი გააკეთონ და მხოლოდ ამის შემდეგ გასაჯაროვდება ტბის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.  

კვლევა შპს "ბათუმის წყალმა" სხვადასხვა მაჩვენებლებზე გააკეთა. გამოიკვლიეს ამონიუმი, სიმღვრივე, სულფატები, ქლორიდი, რკინა, ნიტრატები, ნიტრიტები, მჟავიანობა, ტემპერატურა, ელექტროგამტარობა, საერთო ფოსფორი, სიხისტე და გახსნილი ჟანგბადის მაჩვენებლები. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი