გამართულად მუშაობს თუ არა ხულოს მერიის ოფიციალური ვებგვერდი ?

22 ივლისი 2018, 00:00 1688 ნახვა

რამდენიმე  თვიანი პაუზის შემდეგ ხულოს მერიის ოფიციალურმა ვებ - გვერდმა მუშაობა განაახლა. ამიერიდან ინფორმაციის ძიება ახალი  პროგრამით სამ ენაზეა შესაძლებელი. მერიაში განმარტავენ, რომ ოფიციალური გვერდის განახლების მიზანი, ვიზიტორებისთვის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების, ისტორიული ძეგლების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების და სხვა ტურისტული მარშრუტების  გაცნობაა.

ვებ - გვედრძე რამდენიმე დღეში ტურისტებისთვის ახალი ტერიტორიების განთავსებაა დაგეგმილი, რომელთა მოძიება და დასურათება მერის წარმომადგენლებმა სოფლებში დაიწყეს, ამ ეტაპზე ვიზიტორების დასაინტერესებლად  60-მდე ობიექტია აღმოჩენილი, მათ შორის ჩანჩქერები, ტბები , საპიკნიკე ადგილები.  პროგრამის განახლებისთვის  ხულოს მერიის ბიუჯეტიდან 4 ათას 500 ლარი დაიხარჯა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში