ამბულატორიები და სოფლის სამედიცინო პუნქტები რეაბილიტაციის მოლოდინში

26 ივნისი 2018, 00:00 1823 ნახვა

მოუწესრიგებელი ამბულატორიები ქედაში – პრობლემის შესახებ იციან ქედის მერიაში, სადაც ამბობენ რომ სამუშაოებს ეტაპობრივად ჩაატარებენ.

პირველ რიგში ოთხ სამედიცინო დაწესებულებას ჩაუტარდება რეკონსტრუქცია, ოთხის მოწესრიგება კი სამომავლოდ იგეგმება. ანუ გამოდის, რომ 9 ამბულატორიიდან ამჟამად მხოლოდ ერთი, სოფელ ოქტომბერში არსებული აღარ საჭიროებს რემონტს, მას რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა.

ამბულატორიებში მედიკამენტებით უზრუნველყოფას არ უჩივიან, ამბობენ რომ პირველი რიგის პრობლემა სწორედ მათთვის გამოყოფილი ოთახებია, რომლებიც სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ასევე პრობლემაა წყალი და ელექტროენერგია, რომლის მიწოდებაც ხშირად შეფერხებულია. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი