მუსლიმური სამყარო რამაზან ბაირამს ზეიმობს

15 ივნისი 2018, 00:00 1816 ნახვა

მუსლიმური სამყარო რამაზან ბაირამს ზეიმობს. დღეს ერთთვიანი მარხვა დასრულდა. მრევლის ნაწილმა კვლავ ღია ცის ქვეშ ილოცა, როგორც იცით ქუთაისის ქუჩაზე არსებული მეჩეთი მსგავს დღეებში მლოცველებს ვერ იტევს, ასევე ღია ცის ქვეშ შესრულდა ლოცვა იქ სადაც მუსლიმები ახალი მეჩეთის აშენებას ითხოვენ.

როგორც იცით გასულ წელს ყოფილმა მერმა უთხრა უარი საინიციატივო ჯგუფს ახალი მეჩეთის აშენებაზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კი წელსაც განაცხადა, რომ ტექნიკური დეტალები ზუსტდება და მალე შეჯერდებიან ყველასთვის მისაღებ პროექტზე. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი