4 ოქტომბერი არის იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი, მრცხვენია და მიტყდება, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული - ბაჩო ახალაია

10 ოქტომბერი 2025, 13:22 141 ნახვა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე მივიდა.

მისივე განცხადებით, ძალიან რცხვენია, რომ ხალხი ციხეში ზის, თავად კი მოვლენებს თვალს სამზარეულოდან ადევნებდა.

„მიტყდება, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ.  ძალიან მრცხვენია ამის. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ზის და მე  სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს. სამწუხაროა. მეორე მხრივ, საღი აზრის ფარგლებში ადამიანები თუ აზროვნებენ, უნდა ესმოდეთ, რის ორგანიზებაზეა იქ საუბარი“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერი იყო იმავე რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყება, როგორიც 9 პარილი.

„მე მგონია, რომ 4 ოქტომბერი, გადაჭარბების გარეშე, შვილებს ვფიცავარ, არის იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით არის დაბარებული.

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედმა“ პაატა ბურჭულაძისა და ბაჩო ახალაიას სავარაუდო სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

 

 

ფოტო: არქივი.

 
 
თეკა მურჯიკნელი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე