მეტყევის დღე

11 ოქტომბერი 2025, 11:48 312 ნახვა

მეტყევის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბოტანიკურ ბაღში - წარმატებული საქმიანობისთვის სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცათ ეროვნული სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და აჭარის სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს.

ღონისძიებაზე სატყეო დარგში მოღვაწე სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებიც დაჯილდოვდნენ. ასევე, დამსახურებული მეტყევის სტატუსი მიენიჭათ დარგის ღვაწლმოსილ მეტყევეებს და მათ სპეციალური ჯილდო გადაეცათ.

აღინიშნა, რომ, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, სატყეო რეფორმის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა, რამაც ხელშესახები შედეგები მოიტანა ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვის მიმართულებით.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე