ახალი შესაძლებლობა მეზღვაურებისთვის

10 ოქტომბერი 2025, 19:48 314 ნახვა

ახალი შესაძლებლობა ქართველი მეზღვაურებისთვის. ლუქსემბურგთან გაფორმებული მემორანდუმი უცხოეთში დასაქმების პერსპექტივას ზრდის.

იგულისხმება ლუქსემბურგთან ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერთიფიკატების და კვალიფიკაციის აღიარებას ითვალისწინებს.

ეს კი ნიშნავს, რომ ქართველი მეზღვაურები ლუქსემბურგის დროშის ქვეშ მოცურავე გემებზე დასაქმებას შეძლებენ.

ანალოგიური შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე