ყველაფრიზმი - ილია ზდანევიჩისადმი მიძღვნილი გამოფენა ბოლცანოში

10 ოქტომბერი 2025, 18:01 159 ნახვა

იტალიის ქალაქი ბოლცანო პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვრის, ფუტურისტის, მწერლის, პოეტისა და მკვლევარის ილია ზდანევიჩის სახელობის გამოფენას მასპინძლობს.

რამდენიმე თვის განმავლობაში დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს, ზდანევიჩის მიერ შექმნილი წიგნები, პირადი წერილები და ის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, რომელიც მან რამდენიმე წლიანი ექსპედიციების დროს შეადგინა.

გამოფენის ფარგლებში, რომელიც 2026 წლის ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, წარმოდგენილია აჭარის ტელევიზიის პროდუქტი, ბერდია კუტუბიძის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ილია ზდანევიჩის შესახებ, რომლის ნახვაც ადგილზე მისულ დამთვალიერებელს ყოველდღიურად შეეძლება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე