დღის მეორე ნახევრიდან ამინდი შეიცვლება

28 მაისი 2018, 00:00 1967 ნახვა

 

დღის ბოლოს, შავი ზღვის სანაპირო კურორტებზე, მაღალი ტემპერატურისა და მკვეთრი აორთქლების გავლენით, ინტენსიურად მოხდება ღრუბელთა ნაკადის ფორმირება, რის გამოც ამინდის პირობები გაუარესდება, შესაძლებელია გაძლიერდეს დასავლეთის ქარი.

მიმდინარე კვირა კი, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, არამდგრადი ამინდით იქნება განპირობებული, პერიოდულად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

დასავლეთის დაბლობსა და აღმოსავლეთის ბარში შენარჩუნდება +23, +28 გრადუსი, სანაპირო კურორტებზე კი ტემპერატურა შედარებით დაიკლებს.

 

ფოტო: მანუჩარ გურგენიძე 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში