საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა საქართველოს საზღვრებს მიღმა, არაერთ ქვეყანაში. ასევე მეგობარ სახელმწიფოებში საქართველოს დროშის ფერებში განათდა მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა და აღიმართა დროშა. ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით ასევე გაიმართა ოფიციალური მიღებები.
მასთან დღეს საქართველომ არამარტო ქვეყანაში ვიზიტად მყოფი ლიდერებისგან, არამედ მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნების პირველი პირებისგან მიიღო მილოცვა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ მეორის წერილი, რომელიც ქართველ ხალხს იღბალს და ბედნიერებას უსურვებს.