მწვანე ზოლის პრივატიზებით მერიაში შესული თანხა და ამ თანხაზე დამოკიდებული მუნიციპალური პროგრამები – ბოლოს როგორც იცით ქალაქის მთავრობამ ხიმშიაშვილზე, ზღვასთან ახლოს გაასხვისა ეზო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.
მერიაში ამბობენ, რომ არამარტო ამ ობიექტის, ზოგადად სხვადასხვა ტერიტორიის გასხვისებიდან შემოსულ თანხაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. რა თანხა შედის ქონების პრივატიზებით მერიაში და რა ეტაპებს გადის ობიექტი გასაყიდად გატანამდე?