წყალსადენის მაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოები განახლდა

06 მაისი 2018, 00:00 2373 ნახვა

ფურტიო, ბუთურაული, ნენიის წყალსადენის მაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოები განახლდა. პროცესი რამდენიმე თვეა შეჩერებულია, რის მიზეზადაც შუახევის მერიაში რთულ კლიმატურ პირობებს ასახელებენ. ინფრასტრუქტურული სამუშაოები გასული წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. ტენდერში გამარჯვებული შპს „ვლადნეფტ'' პროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 350 ათასი ლარითაა  დაჯარიმებული, თუმცა სამუშაოებს მაინც აგრძელებს.

პროექტის ღირებულება 5 მილიონი ლარია. შუახევში ამ დროისთვის კიდევ  ათი კომპანია ასრულებს  ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომლებიც ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების დარღვევის გამო დაჯარიმებულები არიან.

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი