შუახევში, სოფელ კობალთის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის სრული ლიკვიდირებისთვის სამუშაოები გრძელდება. დღეს დილიდან ცეცხლის კერებამდე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის გაყვანითი სამუშაოები დაიწყო. ადგილზე იმყოფებიან შუახევისა და ხულოს მეხანძრე-მაშველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები. ხანძარი გუშინ გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით ნახევარ ჰექტარზე გავრცელდა.