ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ლაურეატის წოდება მიიღო და პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა. ,,ელესა" 21-22 აპრილს უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში სასულიერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე იმყოფებოდა.
ანსამბლმა ფესტივალის ფარგლებში ქართულ საგალობლებთან ერთად შეასრულა ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ანსამბლის მიერ უკრაინულ ენაზე შესრულებულმა ,,სულიკომ". „ელესა“ წინანდლის პრემიის მფლობელია.