ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ შემოვლით გზაზე ინფრატსრუქტურული სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, გზის გახსნა მალე იგეგმება და ავტომობილებს გადაადგილების საშუალება მიეცემათ. ოფიციალური გახსნა ტურისტულ სეზონამდეა დაგეგმილი.
ქობულეთის შემოვლითი გზის სიგრძე 18 კილომეტრია რომელიც 15 ხიდსა და 5 გვირაბს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში სოფელ საჩინოსთან საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი მოეწყო, რომლის სიგრძე კილომეტრი და 180 მეტრია. პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 209 მილიონ 852 ათას 79 ლარია.