კონკურსი ქობულეთის მერიაში

07 აპრილი 2018, 00:00 1695 ნახვა

8 ვაკანტურ  თანამდებობაზე  ქობულეთის მერიამ ღია კონკურსი გამოაცხადა. აპლიკანტებს თვითმმართველობის შესახებ საქართველოს კანონის, კონსტიტუციის და მუნიციპალიტეტის მერიის დებულების ცოდნა მოეთხოვებათ. დაბა ჩაქვის, აჭყვისთავის, მუხაესტატესა და ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაკანსია ერთი სპეციალისტის პოზიციაზეა გამოცხადებული.

ოჩხამურში ამავე პოზიციაზე 2 ვაკანტური ადგილია. ბობოყვათის, საჩინოს და ქალაქ ქობულეთის  ტერიტორიაზე კი კონკურსი მერის წარმომადგენლის თანამდებობებზე გამოცხადდა. მერის განცხადებით მომავალ თანამშრომლებს საკონკურსო კომისია შეარჩევს, სადაც მოწვეული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც იქნებიან

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი