ხელვაჩაურის მერია სასათბურე მეურნეობას დააფინანსებს

28 მარტი 2018, 00:00 1598 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულომ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. აიპების სუბსიდირება 546 2228 ლარით იზრდება.  გზებზე ფერდსამაგრი კედელების მოწყობისთვის 103 750 ლარია გათვალისწინებული. საფეხბურთო კლუბ “მაჭახელას” ინვენტარის შეძენისათვის 37 400 ლარი გამოიყოფა. ასევე იგეგმება ორთაბათუმის საბავშვო ბაღის ინვენტარის შეძენა. ჯამში ხარჯვითი ნაწილი მილიონი ლარით იზრდება. დღესვე საკრებულომ დაამტკიცა სოფლის მეურნეობის დარგში სასათბურე მეურნეობის განვითარების მხადამჭერი პროექტი, რისთვისაც  ჯამში 90 000 ლარია გამოყოფილი. 

ამავე კატეგორიაში