ცხოვრება საფრთხის ქვეშ

17 მარტი 2018, 00:00 2235 ნახვა

სოფელ ზედა კვირიკეში მცხოვრები ივანაძეების მრავალშვილიანი ოჯახი საკარმიდამო ნაკვეთიდან ენერგო-პრო ჯორჯიას კუთვნილი ტრანსფორმატორის გადატანას ან უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვას ითხოვს. მათი თქმით ელექტრო სადენები დაბალზეა, რაც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.

ისინი კონკრეტულ მაგალითსაც იხსენებენ, როდესაც გასულ შემოდგომაზე მათ სახლში ცეცხლი გაჩნდა, ბაგრატ ივანაძის განცხადებით ექსპერტიზის დასკვნით ხანძრის გამომწვევი მიზეზი ტრანსფორმატორი იყო. ენერგო-პრო ჯორჯიასი ამბობენ, რომ მაშინ კომპანიიის წარმომადგენლების მიერ შედგა აქტი, რომ ძაბვა ხანძრის პერიოდში ძაბვა ნორმალური იყო

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში