ერთ ხეს შეწირული ათობით ხე ქობულეთის სოფელ კვირიკეში. გზის გასწრივ, იქ სადაც დენდროლოგიური პარკისთვის ნაყიდი საუკუნის ევკალიპტი უნდა გაატარონ, ხეები მოჭრეს. ტერიტორია კერძოა.
ფულს გადაუხდიან იმას, ვისგანაც ხე იყიდეს და იმათ ვის საკუთრებაშიც ხეები გაჩეხეს. ქობულეთის მერი კანონმდებლობას იშველიებს – ოპოზიციის პროტესტს გაჩეხილი ხეების უსტატუსობას და მერიის უფლებამოსილებას უპირისპირებს – ამბობს რომ მათ არ ჰქონდათ უფლება ჩარეულიყვნენ კერძო მესაკუთრის გადაწყვეტილებაში.
ირწმუნება რომ ხეები არ იყო რეგისტრირებული ქარსაცავ ზოლად. აღსანიშნავია, რომ სტატუსი ქვეყანაში არსებული ქარისგან დამცავი ზონების უმრავლესობას არ აქვს, ამასთან განსაზღვრული არაა კონკრეტულად ვის ევალება მოვლა-პატრონობა.