აქცია მაჭახლისპირში

10 მარტი 2018, 00:00 1886 ნახვა

მაჭახლისპირისა და მირვეთის მოსახლეობა „ აჭარა ენერჯი 2007-ის“ წინააღმდეგ. ხელვაჩაურში მცხოვრები 6 ოჯახი კომპანიისგან გასახლებას ან ელექტროგადამცემი ხაზების დასახლებული ტერიტორიიდან მოშორებით დამონტაჟებას მოითხოვს. ერთ-ერთი მათ შორის ბერიძეების ოჯახია. ისინი შიშობენ, რომ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ გამავალი 110 კილოვატიანი, მაღალი ძაბვის ელექტროსადენი მათ სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. აქვთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელშიც წერია, რომ ელექტროსადენი საცხოვრებლიდან 1 მეტრითა და 30 სანტიმეტრითაა დაშორებული.

აღნიშნულ დასკვნაში მითითებული მანძილი ხელვაჩაურის მერში გაურკვევლობას იწვევს.  ჯუმბერ ვარდმანიძის განმარტებით, “აჭარა ენერჯი 2007-ის” მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის თანახმად, დაშორება 4 მეტრზე მეტია, რაც არსებულ ნორმებს შეესაბამება. ხელვაჩაურის მერი მირვეთისა და მაჭახლისპირის მცხოვრებლებს პირადად შეხვდა. “აჭარა ენერჯი 2007” -ში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი