“დატოვონ მეწყერსაშიში ზონა”- მიმართვა თხილვანელებისადმი

03 მარტი 2018, 00:00 2329 ნახვა

"დატოვონ დამეწყრილი ტერიტორიები და უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ საცხოვრებლად”  - ამ მიმართვის ადრესატი  თხილვანის  მოსახლეობაა.   აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, თხილვანელებთან   მოლაპარაკებები  გაგრძელდება.სოფელი ოჯახების ნაწილმა დატოვა, ნაწილი კი ცხოვრებას კვლავ დამეწყრილ ზონაში აგრძელებს.

თხილვანელებსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად,  სოფელი მოსახლეობას კომპენსაციის მიღებიდან რამდენიმე თვეში უნდა დაეტოვებინა.  შეგახსენებთ,  სოფელ თხილვანაში მეწყრული პროცესები 2017 წლის იანვარში გააქტიურდა, რამაც საფრთხე 65 ოჯახს შეუქმნა. მათ ნაწილს ფართი ხულოს სოციალურ სახლში გამოუყვეს, ნაწილს კი 25-25 ათასი ლარი გადასცეს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში