ახალდამონტაჟებული ანძები შესაძლოა გადაიტანონ

02 მარტი 2018, 00:00 4286 ნახვა

ახალდამონტაჟებულ მაღალი ძაბვის ანძებთან მიწა დასკდა – ეს სოფელი კოკოტაურია, სადაც გასულ წელს სულ 7 ანძა განათავსეს. აქედან ერთ-ერთთან განსაკუთრებით რთული ვითარებაა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ კომპანია ანძების გადატანას გეგმავს, რასაც არ ადასტურებენ “სახელმწიფო ელექტროსისტემებში.” კომპანიის მიერ დაქირავებული ქვეკონტრაქტორი ამჟამად ტერიტორიას იკვლევს. გეოლოგიური შესწავლის შემდეგ შესაძლებელია მართლაც გახდეს საჭირო ანძების გადატანა, თუმცა ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა.

ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ანძების განთავსება ამ სოფელში გასულ წელს გააპროტესტეს, მაშინ როდესაც მშენებლობა სასაფლაოების ტერიტორიაზე ხვდებოდა, კომპანია მათ საფლავების გადატანას სთავაზობდა, თუმცა საბოლოოდ დათმობაზე წავიდა და ანძა სხვაგან განათავსა.

სოფელ კოკოტაურში ადრეც და დღესაც აცხადებენ, რომ იქ მეწყრული პროცესები ხშირია, მათ დაუშვებლად მიაჩნდათ ტერიტორიაზე ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების წარმოება.  

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი