ქობულეთში, ჩოლოქის მოსახლეობა, მუნიციპალური სერვისის გაუმჯებესებას ითხოვს. მათი თქმით, დასახლება ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული, მუნიციპალური ავტობუსი კი დღის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ დადის. ადგილობრივები ითხოვენ, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მოძრავმა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მარშრუტი გააგრძელოს და მათ დასახლებასაც მოემსახუროს.
ქალაქის მერი ამბობს, რომ საკითხს შეისწავლის და არ გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილება მოსახლეობის სასარგებლოდ მიიღოს.