გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის შედეგები შეაჯამა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრას გაუსვა. რა დროსაც, მისი თქმით საფუძვლიანად განიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა.
გიორგი კვირიკაშვილს მიუნხენში სხვა შეხვედრებიც ჰქონდა, მათ შორის ევროკომისართან და ბიზნესის წარმომადგენლებთან. კიდევ ერთი ოფიციალური შეხვედრა დღეს საღამოსაა ჩანიშნული. მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია ხვალ დასრულდება.