მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები 114 მილიარდი დოლარით გაღარიბდნენ. ამერიკულ საფონდო ბაზარზე დაფიქსირებული ვარდნის შემდეგ მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა ათობით მილიარდი ამერიკული დოლარი დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებშია საუბარი.
ყველაზე დიდი დანაკარგი უორენ ბაფეტმა განიცადა. მისი ქონება 5,1 მილიარდი დოლარით შემცირდა.
მეორე ადგილზე Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აღმოჩნდა, რომელმაც 3,6 მილიარდი დოლარი დაკარგა.
მესამე ადგილი კომპანია Amazon-ის დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა დაიკავა, რომლის ქონება 3,3 მილიარდი დოლარით შემცირდა.
Bloomberg-ის სიაში 310 პოზიციაზე ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა. მან 25 მილიონი დოლარის კაპიტალი დაკარგა.