38-ე ადგილი კანონის უზენაესობის რეიტინგში

04 თებერვალი 2018, 00:00 1879 ნახვა

113 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი საქართველოს, კანონის უზენაესობის რეიტინგში - ეს საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიო სამართლიანობის პროექტის ანგარიშია. კვლევა ადვოკატებმაც შეაფასეს, მათ ნაწილს მიაჩნია, რომ კანონის უზენაესობის კუთხით ქვეყანაში არაფერი შეცვლილა.

ნაწილი კი ფიქრობს, რომ წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ანგარიშის მიხედვით კი 2017-2018 წლებში საქართველოს პოზიცია ოთხი საფეხურით გაუარესდა და ქვეყანამ 2016 წელს 34-ე ადგილიდან 38-ზე გადაინაცვლა.

კვლევის თანახმად, კანონის უზენაესობის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. კანონის უზენაესობის ინდექსის შედგენისას რვა ძირითადი კომპონენტია გათვალისწინებული. საქართველო ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვის მიხედვით 52-ე ადგილზეა, კორუფციის დონის ინდექსში კი 23-ე პოზიციაზეა, ღია მმართველობის მიხედვით 42-ზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ინდექსის მიხედვით ქვეყანა 46-ე ადგილს იკავებს, წესრიგისა და უსაფრთხოების ინდექსის თანახმად – 30-ე, ნორმატიული აქტების გამოყენების ინდექსით – 32-ე, სამოქალაქო სამართალის ინდექსით – 55-ე და სისხლის სამართლის სამართალის ინდექსით – 47-ე. რეიტინგში პირველ ხუთეულში დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი და ნიდერლანდები მოხვდნენ. სიაში ბოლო 113-ე ადგილს ვენესუელა იკავებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი