უმაღლესი საბჭოს 14 წევრის ხელმოწერით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს დღეიდან 4 დღის მანძილზე ბათუმში განიხილავენ. შეხვედრები უკვე დასრულდა აჭარის მუნიციპალიტეტებში.
ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი კანონის პროექტი 19 აპრილამდე სამი მოსმენით უნდა დამტკიცდეს. დღევანდელ განხილვაში მონაწილეობას ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იღებენ.