დღეს საკრებულოს სხდომა ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება. ამ წუთებში წლის პირველი რიგგარეშე საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს ხულოში. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხზე მსჯელობენ. ცვლილება უნდა შევიდეს 2018 წლის ბიუჯეტში. დღეს უნდა იმსჯელონ ექვსი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების ხელფასებთან დაკავშირებით.
ახალი მოწვევის საკრებულოში 6 ფრაქციის თავმჯდომარის 7 მოადგილის პოზიცია გაჩნდა, რომელთა ანაზღაურება 1200 ლარითაა განსაზღვრული. სხდომაზე ასევე იმსჯელებენ საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ.