ღორჯომის წყალთან ჯებირი მოეწყობა

02 იანვარი 2018, 00:00 1896 ნახვა

ხულოში ღორჯომის ხეობაში მდინარე „ღორჯომის წყალთან“ ჯებირი მოეწყობა, სამუშაოებისთვის  ხულოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. აღნიშნული პროექტი წელს დაგეგმილ პროექტებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია.  

ხულოს მიმდინარე წლის ბიუჯეტი 9 მილიონ 579 ათას 150 ლარია. თანხების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა გადანაწილებული.

ამავე კატეგორიაში