საახალწლო კონცერტი გაიმართა ქობულეთში. ცენტრალურ მოედანზე გვიან ღამემდე უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. საახალწლო კონცერტში ბენდი ბანდეროლი და დიჯეი რემბო მონაწილეობდნენ. მოგვიანებით კი ნინი ბადურაშვილმა და თაკო გაჩეჩილაძემ იმღერეს.
კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა. მთავარ მოედანზე შეკრებილებს ახალი წელი ქობულეთის მერმა მიულოცა.