განადგურებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საკითხი 14 თვის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას. კომპანია “სლავა 2015”-ის დირექტორი, რომელიც სასამართლომ ვაჟა ფშაველას 13-ში სამუშაოების უნებართვოდ დაწყებისთვის 10 ათასი ლარით დააჯარიმა, სააგენტოს ხელმძღვანელ მირანდა ჩარკვიანს სდებს ბრალს. მურმან ჯინჭარაძე ამბობს, რომ მას ჩარკვიანმა მშენებარე კორპუსში 100 კვადრატულ მეტრი ფართი მოსთხოვა. ბრალდების ადრესატისთვის ეს შანტაჟის მცდელობაა.