„ევროპის სახალხო პარტიის“ წარდგინებით, მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა

22 ოქტომბერი 2025, 15:15 277 ნახვა

ევროპარლამენტმა ქართველ და ბელარუს ჟურნალისტებს, მზია ამაღლობელსა და ანდრჟეი პოჩობუტს სახაროვის პრემია გადასცა. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი სახაროვის სახელობის ჯილდოზე „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა.

სახაროვის პრემიის ლაურეატები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ პლენარულ სესიაზე გამოაცხადა.

2025 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება. ჯილდო 50 000 ევროს შეადგენს.

სახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ 1988 წელს დაარსდა საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

კონკურსში მონაწილე კანდიდტების სია