"ვარდისფერი ოქტომბერი" - საინფორმაციო აქცია-პერფორმანსი ქობულეთში

22 ოქტომბერი 2025, 14:19 171 ნახვა

„ვარდისფერი ოქტომბერი" - ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების თვეა, კამპანიას ქობულეთის მუნიციპალიტეტი შეუერთდა. 

ღონისძიების ფარგლებში, ქობულეთის მერიასთან თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საინფორმაციო აქცია-პერფორმანსი გამართეს, მათ მოქალაქეებს საინფორმაციო ფლაერები გადასცეს, ვარდისფერი სამკერდე ნიშნები და ბუშტები დაურიგეს.

კამპანიის ფარგლებში ქობულეთის ჰოსპიტალში 29-30 ოქტომბერს უფასო მამოგრაფიული კვლევები ჩატარდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე