ტელეკომპანია "ფორმულა" ცირა ჟვანიას დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

21 ოქტომბერი 2025, 18:00 155 ნახვა

ტელეკომპანია "ფორმულა" ცირა ჟვანიას დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ცირა ჟვანია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს.

"ფორმულას“ ჟურნალისტების დევნა გრძელდება. დღეს, 21 ოქტომბერს, რეჟიმის პოლიციამ სავარაუდოდ გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავა „ფორმულას“ სოციალური მედიის ჟურნალისტი, ცირა ჟვანია. 

6 და 5 დღით ციხეში უკვე ჩასვეს „ფორმულას“ წამყვანები ვახო სანაია და ქეთა ციციქიშვილი. რეჟიმი იყენებს მის მიერ კანონად გამოცხადებულ რეპრესიულ წესებს, რომ დევნოს ჟურნალისტები და მწირი რესურსების პირობებში, პრობლემები შეუქმნას დამოუკიდებელი მედიის ფუქნციონირებას. 

მისი თანამშრომლების დაკავებას „ფორმულა“ განიხილავს მიზანმიმართულ ზეწოლად, რომლის მიზანი თავისუფალი აზრის ჩახშობაა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე