საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს დანაყოფებს ეწვია

21 ოქტომბერი 2025, 18:35 159 ნახვა

"საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ იტამარ ბენ გვირთან ერთად საპოლიციო დანაყოფებს ეწვია.

მინისტრი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გაეცნო იერუსალიმის საოლქო სამეთაურო შტაბის, სახანძრო-სამაშველო სამსახურის შტაბ-ბინას, ასევე ისრაელის პოლიციის ელიტური დანაყოფებისა და  პენიტენციური დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას.

გეკა გელაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მასპინძელ მხარეს გულთბილი მიღებისა და გაზიარებული ინფორმაციისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა საერთო ძალისხმევით, ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება." - ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე