რამდენმა ბენეფიციარმა ისარგებლა მერიის პროგრამით?

17 დეკემბერი 2017, 00:00 2783 ნახვა

მერიის პროგრამით, რომელიც ეპილეფსიით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს შუახევში, 20-მდე ბენეფიციარმა ნოემბერსა და დეკემბერში ვერ ისარგებლა. მერიაში განმარტავენ, რომ პროგრამით სარგებლობა მხოლოდ ერთი სახეობის მედიკამენტის მომხმარებელმა ვერ შეძლო.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის განცხადებით, წლის განმავლობაში აღნიშნული მედიკამენტის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა, რის გამოც სრულად ვერ მოხდა წამლით უზრუნველყოფა. ბენეფიციარები პროგრამით სარგებლობას ახალი წლიდან შეძლებენ. მიმდინარე წელს, პროგრამით 74-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, 8 სახეობის მედიკამენტის შესაძენად, ბიუჯეტიდან 52 ათასი ლარი დაიხარჯა.

მარინე ტარიელაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში