ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს

07 დეკემბერი 2017, 00:00 3189 ნახვა

თვითმკვლელობა, თუ განზრახ მკვლელობა? რა მოხდა მალთაყვის ტყეში, სადაც ქართველი მსაჯის ილო ტუღუშის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს, თუმცა ოჯახს შესაძლო თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

მსაჯის ოჯახის წევრები ჟურნალისტებს უყვებიან, რომ რამდენიმე დღით ადრე გარდაცვლილთან სამი პირი იმყოფებოდა, რომლებიც მას თანხას სთხოვდნენ, სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ მომხდარს. ახსენებენ ე.წ. “გაყიდულ თამაშებს” და გურიის გუნდის ბოლო თამაშის წაგებას. ლანჩხუთის “გურიის” დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხაიძე, “მთავართან” საუბრისას ადასტურებს, რომ რამდენიმე დღით ადრე მართლაც იმყოფებოდა ორ პირთან ერთად ილო ტუღუშის სახლში, ამტკიცებს, რომ ტუღუშს ერთ-ერთის ვალი ჰქონდა, სწორედ ამ თანხას სთხოვდნენ გარდაცვლილს. ​

ამავე კატეგორიაში