მალთაყვაში, ფეხბურთის მსაჯი, ილო ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვლილი ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ილო ტუღუში ეროვნულ მატჩებზე და მთავარ ლიგაში მსაჯობდა. ილო ტუღუშის ოჯახი აცხადებს, რომ ის მოკლეს. მეუღლის ვარაუდით, ეს ფაქტი თანხას უკავშირდება.